შავდათუაშვილმა ბაქოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს ოთხი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც ფინალურ ბლოკში მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილი გადავიდა.

73 კგ-ში მოასპარეზე ქართველმა ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ესპანელი სალვადორ კასეს როხა იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.

შეჯიბრზე დღეს გამომსვლელი სამი სპორტსმენი – ნინო გულბანი (70კგ), ვლადიმირ ახალკაცი და გიორგი შერაზადიშვილი (ორივე 81კგ) გრანდ სლემზე უმედლოდ დარჩნენ. ხვალ ბაქოში ხუთი ქართველი ძიუდოისტი გამოვა.