შავდათუაშვილი მერვედფინალში გავიდა | ძიუდო - მსოფლიოს ჩემპიონატი [ვიდეო]

ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ). მეორე წრეში, ყატარელ – ხალილ რებაჰთან მარტივად მოგების შემდეგ, ქართველმა ოლიმპურმა ჩემპიონმა მედლისკენ მიმავალი გზიდან, ამჯერად – ბელორუსი ვაძიმ შოკა ჩამოიშორა.

მართალია შეხვედრის მოსაგებად შავდათუაშვილს დამატებითი დრო დასჭირდა, მაგრამ ლაშამ ინიციატივა ორთაბრძოლის დასაწყისშივე მოიპოვა და საფინალო სირენამდე არ დაუთმია. ბელორუსმა პირველი შიდო 15 წამში, ჩავარდნისთვის მიღო. დარჩენილ დროში ტაბლოზე არაფერი შეცვლილა.

დამატებითი დროის მესამე წუთზე შოკამ მეორე გაფრთხილება, ამჯერად პასიურობისთვის დაიმსახურა. მალევე შავდათუაშვილმა გდება შეასრულა და ტატამის არბიტრმა ვაზარიც აჩვენა, თუმცა ვიდეო გამეორების შემდეგ, გდება გააუქმა. მიუხედავად ამისა შეხვედრა დიდ ხანს აღარ გაგრძელებულია. მალევე ლაშამ ეფექტური იპონი შეასრულა და შემდეგ ეტაპზეც დამსახურებულად გავიდა.

მერვედფინალში, შავდათუაშვილის მეტოქე, ფრანგი – ბენჯამინ აქსუსსა და კოლუმბიელ – ლეიდერ ნავაროს შორის გამარჯვებული იქნება.