შავდათუაშვილი პარიზის გრანდ სლემის​ ნახევარფინალშია, პაპინაშვილი - მეოთხედფინალში #1TVSPORT
შავდათუაშვილი პარიზის გრანდ სლემის​ ნახევარფინალშია, პაპინაშვილი - მეოთხედფინალში #1TVSPORT

საფრანგეთის დედაქალაქში დღეს ძიუდოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, პარიზის გრანდ სლემი დაიწყო. შეჯიბრზე, რომელიც 5-6 თებერვალს გაიმართება, საქართველოს ნაკრების სახელს ექვსი სპორტსმენი დაიცავს.

ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს ჩვენი გუნდიდან სამი სპორტსმენი ასპარეზობს. 73 კგ-ში ქართველმა ძიუდოისტმა, ლაშა შავდათუაშვილმა პირველ შეხვედრაში ბრაზილიელი ჟულიო სეზარ კოდა სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და მეოთხედფინალში ახალგაზრდა ფრანგს ჯოან-ბენჟამინ გაბას შეხვდა. ორთაბრძოლა დაძაბულად წარიმართა, დამატებითი დროში კი ქართველმა ლამაზი ილეთით სძლია მეტოქეს და ნახევარფიანლში იასპარეზებს.

60 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრმა, ჯაბა პაპინაშვილმა პირველი ორთაბრძოლა განელ სპორტსმენს, ზეო აგუდოს მოუგო და მეოთხედფინალში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძეს შეხვდება. ნახევარფინალში გასასვლელად იბრძოლებს ვაჟა მარგველაშვილიც (66კგ).

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.