შავდათუაშვილი და ტერაშვილი ერთმანეთს ნახევარფინალში შეხვდებიან - გრიგალაშვილი ფინალში გასასვლელად იბრძოლებს [ვიდეო] #1TVSPORT
შავდათუაშვილი და ტერაშვილი ერთმანეთს ნახევარფინალში შეხვდებიან - გრიგალაშვილი ფინალში გასასვლელად იბრძოლებს [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს 73 კგ წონით კატეგორიაში ქართული ნახევარფინალი გაიმართება. ერთმანეთს მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული ლაშა შავდათუაშვილი და 19 წლის გიორგი ტერაშვილი დაუპირისპირდებიან.

 

ამავე წონაში რეპეშაჟიდან შეეცდება ბრინჯაოს მედლის მოპოვებას გიორგი ჩიხელიძე, რომელიც მეოთხედფინალში იაპონელ ოიოშისთან დამატებით დროში დამარცხდა.

ტურნირის ნახევარფინალშია ტატო გრიგალაშვილი (81კგ). ქართველი ძიუდოისტი ფინალში გასასვლელად უკრაინელ ან აზერბაიჯანელ სპორტსმენთან იჭიდავებს.

 

ფინალური ბლოკი 17:00-ზე გაიმართება.