შავდათუაშვილი და ტატალაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემის ნახევარფინალში იასპარეზებენ
შავდათუაშვილი და ტატალაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემის ნახევარფინალში იასპარეზებენ

თელ-ავივში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს ტატამზე ოთხი ქართველი გამოვიდა.73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ორივე სპორტსმენი, ლაშა შავდათუაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი ნახევარფინალში იჭიდავებენ.

ტატალაშვილი ფინალში გადასასვლელად რუმინელ ალექსანდე რაიკუს შეხვდება, ხოლო ლაშა იტალიელ ჯოვანი ესპოზიტოსთან იჭიდავებს.

სამწუხაროდ, 81 კგ-ში ლუკა მაისურაძე და ვლადიმერ ახალკაცი პირველივე დაპირისპირებაში დამარცხდნენ და ტურნირს დაემშვიდობნენ. წინასწარი შეხვედრები 12.30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 19.00 საათზე დაიწყება.