შავდათუაშვილი და ტატალაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემის მეოთხედფინალში იჭიდავებენ
შავდათუაშვილი და ტატალაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემის მეოთხედფინალში იჭიდავებენ

​თელ-ავივში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს ოთხი ქართველი ჭიდაობს. 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ორივე სპორტსმენი – ლაშა შავდათუაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი შესანიშნავად ასპარეზობენ და ისინი მეოთხედფინალში იბრძოლებენ.

სამწუხაროდ, 81 კგ-ში ლუკა მაისურაძე და ვლადიმერ ახალკაცი პირველივე დაპირისპირებაში დამარცხდნენ და ტურნირს დაემშვიდობნენ. წინასწარი შეხვედრები 12:30 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება.