შავდათუაშვილი და კაპანაძე მეოთხედფინალში დამარცხდნენ. ისინი ბრინჯაოსთვის რეპეჟაშიდან იბრძოლებენ #1TVSPORT
შავდათუაშვილი და კაპანაძე მეოთხედფინალში დამარცხდნენ. ისინი ბრინჯაოსთვის რეპეჟაშიდან იბრძოლებენ #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს, 73 კგ-ში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილი და კოტე კაპანაძე მეოთხედფინალში დამარცხდენენ, ისინი ბრინჯაოს მედლებისთვის რეპეჟაშიდან იბრძოლებენ.

ტურნირის მეოთხედფინალში გასასვლელად ასევე იბრძოლებენ დიმიტრი გოჩილაიძე და ზაურ დვალაშვილი (ორივე 81 კგ).

დღეს გამომსვლელი ძიუდოისტებიდან ტურნირს უკვე გამოეთიშნენ – მიხეილ ბახბახაშვილი, გიორგი ტერაშვილი (ორივე 73 კგ), გიორგი ჯაბნიაშვილი, ლევან გუგავა (ორივე 81 კგ), ნინო გეთიაშვილი, ეთერ ასკილაშვილი (ორივე 63 კგ) და რეგინა უთნელიშვილი (70 კგ).

შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემის პირველ დღეს 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ახალგაზრდა ქართველმა ფინალში აზერბაიჯანელ ტურან ბაირამოვთან დაძაბულ ორთაბრძოლაში წააგო.

25 მარტი
10:00 – წინასწარი შეხვედრები
17:00 – ფინალური ბლოკი