შავდათუაშვილი და გრიგალაშვილი ოქროსთვის, ხოლო მაისურაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ - ფინალური ბლოკი საქართველოს პირველ არხზე (ვიდეო)

პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მეორე საშეჯიბრო დღე საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებულად მიმდინარეობს. ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) ნახევარფინალში იტალიელი, ოლიმპიური თამაშების მომქმედი ჩემპიონი ფაბიო ბაზილე სუფთა გამარჯვებით 25 წამში დაამარცხა და ფინალში მოლდაველ ვიქტორ სტეპრუს შეხვდება.

ფინალშია 81კგ. მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილიც, რომელმაც ნახევარფინალში ბელგიელი მატიას კასი დაამარცხა და ფინალში ბულგარელ ივაილო ივანოვს დაუპირისპირდება.

მედლისთვის იბრძოლებს ლუკა მაისურაძეც, რომელმაც რეპეაშიში აზერაბაიჯანელ ძიუდოისტს სძლია და მესამე ადგილისთვის იჭიდავებს. ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი 19:00 საათზე, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ფინალური ბლოკი იხილეთ ბმულზე: Live ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში. II დღე. ფინალური ბლოკი