შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაზე გადაერთო | ძიუდო – მსოფლიოს ჩემპიონატი [ვიდეო]

13:44, 22.09.2018

ოლიმპიური ჩემპიონი – ლაშა შავდათუაშვილი, მეოთხედფინალში დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო.

გორელი ძიუდოისტს, ნახევარფინალისკენ მიმავალი გზა, ირანელმა – მოჰამად მოჰამადმა გადაუღობა. შეხვედრის  დაწყებიდან მალევე, ირანელმა შავდათუაშვილის მოდუნებით ისარგებლა და გარე ფეხზე გამოკრული სარმით – წმინდა გამარჯვება მოიპოვა.

ამ მარცხის შემდეგ ლაშა შავდათუაშვილს, მსოფლიოს ჩემპიონატებზე თავისი პირველი მედლის მოპოვების შანსი ისევ აქვს. ბრინჯაოსთვის ბრძოლში, გორელ ძიუდოისტს, ჯერ მონღოლი -ცონგბაათარ ცენდ-ოჩირის დამარცხება მოუწევს, ამის შემდეგ კი მედლამდე კიდევ ერთი გამარჯვება დარჩება.

მსგავსი