შავდათუაშვილი ბაქოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს ოთხი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც ფინალურ ბლოკში მხოლოდ ლაშა შადათუაშვილს ვიხილავთ.

73კგ-ში ორი შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში იჭიდავა მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა. ქართველი ნახევარფინალში გასასვლელად კანადელ მარგელიდონთან დამარცხდა და რეპეშაჟში იასპარეზა, სადაც იტალიელი ლომბარდო დაამარცხა. ქართველი ფინალურ ბლოკში ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

ტურნირის მეოთხედფინალში გასული მეორე ქართველი – ვლადიმერ ახალკაცი (81კგ) ჯერ უნგრელ, ხოლო რეპეჟაში ბაჰრეინელ ძიუდოისტთან დამარცხდა და შეჯიბრს უმედლოდ დაემშვიდობა.

კიდევ ორი სპორტსმენი – ნინო გულბანი (70კგ) და გიორგი შერაზადიშვილი (81კგ) გრანდ სლემს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.