შავდათუაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს #1TVSPORT
შავდათუაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს #1TVSPORT

გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში ლაშა შავდათუაშვილი ფინალში გასასვლელად უზბეკ ძიუდოისტს ტურაევს შეხვდა და დამატებითი დროის მეხუთე წუთზე ვაზარით დამარცხდა.

ქართველი სპორტსმენი მესამე ადგილისთვის სლოვენიელ ძიუდოისტს შეხვდება. აღსანიშნავია, რომ შავდათუაშვილს ნახევარფინალში აშკარად დაღლა დაეტყო, რაც იმის შედეგია, რომ მას პირველი ორი ორთაბრძოლის მოსაგებად 22 წუთი დასჭირდა.

შავდათუაშვილის ბრძოლა მეოთხედფინალში

 

ლაშა თავის წონით კატეგორიაში ტურნირის მოგების ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრებოდა.

შეგახსენებთ, რომ ლაშა შავდათუაშვილი 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია, 2021 წელს კი ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. ქართველის ანგარიშზეა ასევე 2013 წელს ევროპის პირველობის ოქროს მედალი. ლაშა მიმდინარე წელს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებით პირველი ქართველი ძიუდოისტი გახდა, ვისაც სამივე ოლიმპიადის, ევროპისა და მსოფლიოს ოქროს მედლები აქვს მოპოვებული.