შარმ-ელ-შეიხში წარმოადგინეს სალაჰის სკულპტურა, რომელმაც რონალდუს ბიუსტი დაჩრდილა
შარმ-ელ-შეიხში წარმოადგინეს სალაჰის სკულპტურა, რომელმაც რონალდუს ბიუსტი დაჩრდილა

ეგვიპტის კურორტ შარმ-ელ-შეიხში ერთ-ერთ ახალგაზრდულ კულტურულ ფორუმზე „ლივერპულის“ ფორვარდის, მოჰამედ სალაღის სკულპტურა წარმოადგინეს, რომელმაც მეტად არაერთგვაროვანი ემოციები გამოიწვია.

 

ფეხბურთელის სკულპტურა მოწოდებულია იყოს ეგვიპტური ახალგაზრდობის იმედის სიმბოლო, მაგრამ სოციალურ ქსელებში ქანდაკება დაცინვის ობიექტად იქცა. სალაჰი გამოსახულია მოკლე ტანით, წვრილი კიდურებთა და არაბუნებრივად დიდი თავით.

ეს სკულპტურა მაშინვე შეადარეს „იუვენტუსის“ ფორვარდის კრიშტიანუ რონალდუს წარუმატებელ ბიუსტს, რომელიც დაახლოებით ორი წლის წინ დადგეს მადეირას აეროპორტში, მაგრამ სწრაფად შეცვალეს ახლით.