შარმ ელ შეიხში ისრაელისა და „ჰამასის“ წარმომადგენლებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს

21:49, 06.10.2025

ისრაელისა და „ჰამასის“ წარმომადგენლებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები შარმ ელ შეიხში მიმდინარეობს. „სიენენისინფორმაციით, შეხვედრა უკვე საათზე მეტია, გრძელდება.

მოლაპარაკებების მიზანია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შემოთავაზებულ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობა. შუამავლის როლს ეგვიპტელი და კატარელი მედიატორები ასრულებენ. ისინი ისრაელისა და „ჰამასის“ დელეგაციებს ცალ-ცალკე ხვდებიან.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 20-პუნქტიანი ღაზის სამშვიდობო გეგმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას 29 სექტემბერს წარადგინა. რამდენიმე დღის შემდეგ კი „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტაზე დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას დათანხმდა.

მსგავსი