„შარლოტი“ და „მემფისი“ მარკ გასოლის გაცვლის ვარიანტს განიხილავენ
მარკ გასოლის საკუთარ გუნდში ხილვა, სავარაუდოდ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის არაერთ გუნდს სურს, მათ შორისა „შარლოტ ჰორნეტსი“.
მემფისის ცენტრთან ერთად სავარაუდოდ გუნდს გამთამაშებელი მაიკ კონლიც დატოვებს. გავრცელებული ინფორმაციით კალათბურთელების მიმართ ინტერესი უკვე გამოხატა „იუტა ჯაზმა“ და „გრიზლის“ ხელმძღვანელობას გარკვეული წინადადებით მიმართა.
ამერიკულ მედიაში ასევე „ტორონტოს“ დაინტერესებაზეც საუბრობენ. ამერიკელი ჟურნალისტის, შემს ჩარანიას თქმით, ყველაზე აქტიური საუბარი ამჟამად „მემფისსა“ და „შარლოტს“ შორის მიმდინარეობს.
Memphis is in strong talks to move franchise star Marc Gasol to Charlotte, league sources tell @TheAthletic @WatchStadium.
— Shams Charania (@ShamsCharania) February 5, 2019