შარლ მიშელმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა
შარლ მიშელმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა და ქვეყნიდან დღეს, დილით გაემგზავრა.

გვიან ღამით, ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახელით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პატივსაცემად სადილი გაიმართა.

სადილს შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ხელმომწერი პოლიტიკოსები ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, ღონისძიებაზე დოკუმენტთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელდა და მისი აღსრულების გეგმები დაისახა.