შარლ მიშელმა გაერო-ს უშიშროების საბჭოზე ჩინეთს მოუწოდა, დაარწმუნოს რუსეთი ომის შეწყვეტაში
შარლ მიშელმა გაერო-ს უშიშროების საბჭოზე ჩინეთს მოუწოდა, დაარწმუნოს რუსეთი ომის შეწყვეტაში

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მოუწოდებს ჩინეთს, დაარწმუნოს რუსეთი ომის შეწყვეტაში, – ამის შესახებ შარლ მიშელმა გაერო-ს უშიშროების საბჭოზე განაცხადა.

მიშელმა მოუწოდა ჩინეთს, დაარწმუნოს რუსეთი, პატივი სცეს გაერო-ს წესდების პრინციპებს და შეაჩეროს ომი.

„განსაკუთრებით მინდა, მივმართო ჩინეთის გამორჩეულ წარმომადგენელს. თქვენ გააფრთხილეთ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ და ჩვენ მივესალმებით ამას. ახლა გთხოვთ, უფრო შორს წახვიდეთ. სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ დღეს აქ, რომ ვუთხრათ არა აგრესიას, რათა დავიცვათ მშვიდობა, უსაფრთხოება და თანამშრომლობა ადამიანებს შორის და ჩვენს ყველა ქვეყანას შორის“, – განაცხადა მიშელმა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, დაიცვას გაერო-ს წესდება და რუსეთს ვეტოს უფლება ჩამოართვას.