შარლ მიშელი – შევხვდი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრემიერებს, რათა განგვეხილა, როგორ გავაგრძელოთ რეფორმების ძალისხმევა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის წინ
შევხვდი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრემიერებს, რათა განგვეხილა, როგორ გავაგრძელოთ რეფორმების ძალისხმევა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის წინ, – ამის შესახებ შეხვედრის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე სანდო პარტნიორია. რეფორმები, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა ჩვენი თანამშრომლობის ქვაკუთხედია.
შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასა და უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს, რათა განგვეხილა, თუ როგორ გავაგრძელოთ რეფორმების ძალისხმევა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის წინ“, – წერს „ტვიტერში“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.
The EU is the Eastern Partnership’s most reliable partner.
Reforms, human rights and rule of law are the cornerstone of our cooperation.
Welcomed @GharibashviliGe @natgavrilita and @Denys_Shmyhal to discuss how to further advance reform efforts ahead of our upcoming EaP summit pic.twitter.com/JrfRwlFA6h
— Charles Michel (@eucopresident) November 30, 2021