შარლ მიშელი – მივესალმები აზერბაიჯანისა და სომხეთის პარალელურ ჟესტს, პირველი ნაბიჯი ნდობის განახლებისკენ
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმება აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველ ნაბიჯს ნდობის განახლებისკენ.
„მივესალმები აზერბაიჯანისა და სომხეთის პარალელურ ჟესტს – დაკავებულთა გათავისუფლებასა და დანაღმული ტერიტორიების მონიშვნას.
პირველი ნაბიჯი ნდობის განახლებისკენ. ევროკავშირი მხარს უჭერს ამ პროცესს და განაგრძობს დახმარების შეთავაზებას პროგრესის გასაძლიერებლად“, – წერს შარლ მიშელი „ფეისბუქში“.