შარლ მიშელი - ამ ომში მხოლოდ ერთი აგრესორია, რუსეთი და აგრესიის მსხვერპლი ერთი ქვეყანაა, უკრაინა
შარლ მიშელი - ამ ომში მხოლოდ ერთი აგრესორია, რუსეთი და აგრესიის მსხვერპლი ერთი ქვეყანაა, უკრაინა

ამ ომში მხოლოდ ერთი აგრესორია, რუსეთი და აგრესიის მსხვერპლი ერთი ქვეყანაა, უკრაინა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა დაწერა.

მისი თქმით, ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევი დარჩება. შარლ მიშელმა ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია მაშინ გამოაცხადა, როდესაც მსოფლიო მშვიდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

„კრემლმა მობილიზაცია მშვიდობის საერთაშორისო დღეს გამოაცხადა მაშინ, როდესაც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ქვეყნები მუშაობენ თანამშრომლობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ამ ომში მხოლოდ ერთი აგრესორია, რუსეთი და აგრესიის მსხვერპლი ერთი ქვეყანაა, უკრაინა. ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევი დარჩება“, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღედ გაერო-მ 1981 წელს გამოაცხადა.