შარლ ლეკლერი წლის დებიუტანტი გახდა
შარლ ლეკლერი წლის დებიუტანტი გახდა

ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ (FIA) ფორმულა 1-ში 2018 წლის სეზონის საუკეთესო დებიუტანტი გამოავლინა. ეს პრიზი „ზაუბერის“ მონაკოელმა პილოტმა შარლ ლეკლერმა დაიმსახურა.

გასულ სეზონში 20 წლის ავტომრბოლმა 39 ქულა დააგროვა და ინდივიდუალურ ჩათვლაში მე-13 ადგილი დაიკავა. ლეკლერი დაეხმარა „ზაუბერს“ კონსტრუქტორთა თასზე მერვე ადგილის დაკავებაში.

ლეკლერი ამ სეზონის შემდეგ „ფერარიში“ გადავიდა და 2019 წლიდან სებასტიან ფეტელის თანაგუნდელი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ლეკლერი 2017 წელსაც გახდა FIA-ის ეგიდით წლის დებიუტანტი, როცა ძალიან დიდი უპირატესობით მოიგო ფორმულა 2-ის ჩემპიონატი.