შარაპოვას რეაბილიტაცია კარგად მიდის
შარაპოვას რეაბილიტაცია კარგად მიდის

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა მარია შარაპოვამ ჟურნალისტებთან ილაპარაკა მხარის ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესზე. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ დაზიანების გამო, რუსმა ჩოგბურთელმა ნაადრევად დაასრულა 2018 წლის სეზონი.

“მხარის ტრავმის შემდეგ აღდგენა შესანიშნავად მიდის. გუშინ, პირველად გავედი კორტზე ექვსკვირიანი რეაბილიტაციის შემდეგ”, – განაცხადა შარაპოვამ.

მიმდინარე სეზონში 31 წლის მარიამ 31 მატჩი ჩაატარა და მოიგო 20 შეხვედრა. ამ მომენტისთვის, შარაპოვა WTA-ის რეიტინგში 29-ე ადგილზეა. წელს მისი საუკეთესო შედეგი იყო – რომის ტურნირსა და როლან გაროსზე ნახევარფინალში გასვლა.