შარაპოვამ ტექნიკური სპონსორი დაკარგა
შარაპოვამ ტექნიკური სპონსორი დაკარგა

ოცწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, რუს ჩოგბურთელს – მარია შარაპოვასა და ამერიკულ კომპანია – Nike-ს შორის კონტრაქტი არ გაგრძელდება – წერს გაზეთი The Sun.

როგორც გამოცემა ამტკიცებს, ამის შესახებ მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა თავის გუნდს არაოფიციალურად განუცხადა.

შარაპოვამ პირველი კონტრაქტი Nike-თან 11 წლის ასაკში გააფორმა და მთელი კარიერა ამ ფირმის ეკიპირებით გამოდის. 2010 წელს, Nike-მა რუსთან 70 მილიონი დოლარის ოდენობის ხელშეკრულება გააფორმა, რითაც შარაპოვა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენი გახდა. მიმდინარე კონტრაქტი ძალაში – 2018 წლის ბოლომდეა.

შეგახსენებთ, რომ შარაპოვამ მიმდინარე სეზონი ვადაზე ადრე დაასრულა და უკვე 2019 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო. ის კორტზე დაბრუნებას ჩინეთის შენჟენის ტურნირზე გეგმავს, რომელიც 2019 წლის 1 იანვარს დაიწყება.