შარაპოვამ კერბერს წინააღმდეგობა ვერ გაუწია
შარაპოვამ კერბერს წინააღმდეგობა ვერ გაუწია

ხუთშაბათს გამართული საჩოგბურთო ბატალიებიდან დიდ ინტერესს იწვევდა ერთი მატჩი – მალიორკაში ქალთა ტურნირზე გერმანელი ანჟელიკ კერბერი და რუსი მარია შარაპოვა თამაშობდნენ.

შარაპოვამ წინა რაუნდში ორ სეტში დაამარცხა სლოვაკი კუზმოვა. ეს იყო მისი პირველი მატჩი თებერვლის შემდეგ. კერბერის წინააღმდეგ რუსს უთამაშებლობა ეტყობოდა და უშანსოდ იყო.

განსაკუთრებით სავალალოდ შარაპოვა საკუთარ გეიმებში გამოიყურებოდა – პირველი მოწოდებით ქულების მხოლოდ 59 პროცენტი აიღო, მეორეთი – 29 პროცენტი. კერბერს 12 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ხუთჯერ შეძლო მეტოქის მოწოდების აღება.

კერბერმა საათ-ნახევარში შეძლო მოგება – 6:2, 6:3.