შარაპოვამ ჟურნალუსტებს გაუმხილა, თუ რას აკეთებს თავისუფალ დროს
შარაპოვამ ჟურნალუსტებს გაუმხილა, თუ რას აკეთებს თავისუფალ დროს

დიდი სლემის ტურნირების ხუთგზის გამარჯვებულმა მარია სარაპოვამ ისაუბრა იმაზე, თუ რაში დახარჯავდა თავისუფალ ხუთ წუთს, თუ მის დატვირთულ განრიგში ასეთი რამე მოხდებოდა.

ჩოგბურთელმა ასევე საკუთარ საკონდიტრო კომპანიაზე ილაპარაკა.

„ჩემს რეჟიმში თავისუფალი ხუთი წუთის გამონახვის შემთხვევაში დავურეკავდი მეგობარ ბიჭს და რამე სისულელეს ვეტყოდი“, – ციტირებს Tennis World USA შარაპოვას. – „მთელი ცხოვრება ტკბილეულის მოყვარული ვიყავი და ამიტომაც შვიდი წლის წინ საკუთარი საკონდიტრო კომპანია Sugarpova შევქმენი. ბაზარზე ახლახანს ჩვენი ახალი ნატურალური საღეჭი კამფეტების ხაზი გამოჩნდა. ძალიან გემრიელია. მარწყვის გემოთი ჩემი საყვარელია“. – დაასრულა რუსმა ჩოგბურთელმა.