შარაპოვა ვერც რომში ითამაშებს და საუკეთესო ორმოცდაათეულიდან გავარდება
შარაპოვა ვერც რომში ითამაშებს და საუკეთესო ორმოცდაათეულიდან გავარდება

რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ განაცხადი გამოიტანა რომის ტურნირიდან, რომელიც 13 მაისს დაიწყება.
უფრო ადრე მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ასევე მოიქცა მადრიდის უმაღლესი კატეგორიის ტურნირის შემთხვევაში. ესპანეთის დედაქალაქში ჩოგბურთელები მომავალ ორშაბათს დაიწყებენ ბრძოლას.

ამ ორი ტურნირის გამოტოვების გამო, მარია შარაპოვას 565 სარეიტინგო ქულა ჩამოაკლდება და შესაბამისად, დატოვებს ქალთა კლასიფიკაციის პირველ ორმოცდაათეულს.

შარაპოვას ნაცვლად, რომის ძირითად ბადეში სლოვაკი ვიქტორია კუჟმოვა ითამაშებს.

რუს ჩოგბურთელს ოფიციალური მატჩი თებერვლის შემდეგ არ ჩაუტარებია.

დატოვე კომენტარი