„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრი ქვეყნების ლიდერებმა ირანის მუდმივი წევრობის შესახებ დოკუმენტი დაამტკიცეს
„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრი ქვეყნების ლიდერებმა ირანის მუდმივი წევრობის შესახებ დოკუმენტი დაამტკიცეს

„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ ლიდერმა ქვეყნებმა დაამტკიცეს ამ გაერთიანებაში ირანის ისლამური რესპუბლიკის მუდმივი წევრობის შესახებ დოკუმენტი. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა განაცხადა.

„პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის თანდასწრებით, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრი ქვეყნების ლიდერებმა დაამტკიცეს ირანის მუდმივი წევრობის შესახებ დოკუმენტი“, – აღნიშნა ირანელმა მინისტრმა.

ამირ-აბდოლაჰიანის თქმით, ზემოხსენებულ ორგანიზაციაში ირანის სტრატეგიული წევრობა გავლენას ახდენს სამეზობლოსთან ყოვლისმომცველ თანამშრომლობის პროცესზე, აზიაზე ორიენტირებული პოლიტიკის შესაბამისად.

„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია“ რვა მუდმივი წევრისგან (ინდოეთი, ყაზახეთი, ჩინეთი, ყირგიზეთი, პაკისტანი, რუსეთი, უზბეკეთი), ოთხი დამკვირვებლისგან (ავღანეთი, ბელარუსი, ირანი, მონღოლეთი) და კიდევ 6 დიალოგის პარტნიორი (აზერბაიჯანი, სომხეთი, კამბოჯა, ნეპალი, თურქეთი, შრი-ლანკა) სუბიექტისგან შედგება.

ირანმა ამ ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსი 2005 წელს მიიღო, ხოლო 2008 წელს სრული წევრობა მოითხოვა, მაგრამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ მასზე დაწესებული სანქციების გამო 2015 წლამდე ვერ ხდებოდა სრული წევრობის სტატუსზე მუშაობა.