„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის მონაწილეებმა სამარყანდის დეკლარაციას მოაწერეს ხელი
„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის მონაწილეებმა სამარყანდის დეკლარაციას მოაწერეს ხელი

„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის მონაწილეებმა სამარყანდის დეკლარაციას მოაწერეს ხელი. ორგანიზაციის წევრები ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებაზე, ტერორისტული ორგანიზაციების ერთიანი სიის შემუშავებაზე, თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე, ავღანეთში ინკლუზიური მთავრობის შექმნაზე შეთანხმდნენ.

„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციამ“ 2023 წელი ტურიზმის წლად გამოაცხადა. დეკლარაციის თანახმად, წევრი ქვეყნები ადასტურებენ, რომ „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია“ არ არის მიმართული სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგ და ღიაა ფართო თანამშრომლობისთვის.

დეკლარაციის მიხედვით, წევრი სახელმწიფოები მხარს უჭერენ კოსმოსის დაცვას ნებისმიერი სახის იარაღისგან და აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია მოქმედი სამართლებრივი რეჟიმის მკაცრი დაცვა.