შალვა შავგულიძე - მთაწმინდელებში ცალსხად ერთი განწყობაა, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს
შალვა შავგულიძე - მთაწმინდელებში ცალსხად ერთი განწყობაა, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს

ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე ამომრჩევლებს ხვდება. შალვა შავგულიძე პეტრიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.

როგორც „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ პრესსამსახურში აცხადებენ, ​მთაწმინდელებს თბილისის სხვა რაიონების მსგავსად მძიმე სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებთ. ქალაქის ამ ისტორიულ ნაწილში პრობლემატურია ავარიული და ძეგლის სტატუსიანი ამორტიზებული შენობების საკითხი. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, ხელისუფლებამ ვერც ერთ სფეროში ვერ შეასრულა დანაპირები და ცვლილებების დრო რეალურად მოვიდა.

„მთაწმინდელებში ცალსახად ერთი განწყობა არის, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ხელისუფლებამ არც ერთი დანაპირები არ შეასრულა, არც ერთ სფეროში, არც სამართალთან დაკავშირებით, რომ სამართალს მოიტანდა ქვეყანაში, არც ეკონომიკური კეთილდღეობის კუთხით და ა.შ. ეს ხელისუფლება რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეიცვალოს“, – განაცხდა ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ.