შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ჰალილ ეთიემეზსა და ჯგუფის წევრებს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორში და მიესალმნენ ბოლო პერიოდში საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირების გააქტიურებას. შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონულ თანამშრომლობაზეც. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივ თანამშრომლობას. ყურადღება გამახვილდა რეგიონული მშვიდობის განმტკიცებისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის.