შალვა პაპუაშვილი სომხეთს რესპუბლიკის დღეს ულოცავს
შალვა პაპუაშვილი სომხეთს რესპუბლიკის დღეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთს რესპუბლიკის დღეს ულოცავს. პაპუაშვილი „ტვიტერში“ მიმართავს სომეხ კოლეგას:

„მიიღეთ ჩემი გულითადი მილოცვა სომხეთის რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით, რომელიც 1918 წელს გამოცხადდა. დაე, საქართველოსა და სომხეთის მჭიდრო თანამშრომლობა გახდეს ხანგრძლივი რეგიონული მშვიდობისა და კეთილდღეობის საწინდარი“, – წერს „ტვიტერში“ შალვა პაპუაშვილი.