შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, მედიის ნაწილი გაშუქების ნაცვლად თავად ქმნის ამბავს, დღეს თქვენთვის განკუთვნილი ლოჟიდან სინამდვილეში გადმოფინეთ ის პრობლემა, რომელიც აქვს მედიას
ძვირფასო ჟურნალისტებო, ის ლოჟა, სადაც თქვენ იმყოფებით, ეს არის ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ლოჟა იმისთვის, რომ განახორციელოთ ჟურნალისტური საქმიანობა; სინამდვილეში, თქვენ ამით გადმოფინეთ ის პრობლემა, რომელიც ჩვენს მედიაშია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
პაპუაშვილმა მიმართა მედიის იმ წარმომადგენლებს, რომელთაც მათთვის განკუთვნილი ლოჟიდან „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მხარდამჭერი ბანერი გადმოფინეს.
„სამწუხაროდ, მედიის ნაწილი, ნაცვლად იმისა, რომ აშუქებდეს ახალ ამბებს, თავად არის ახალი ამბების შემქმნელი. ახლა სწორედ ამით ხართ დაკავებული, რომ ქმნით ახალ ამბავს და არა აშუქებთ ახალ ამბავს. ამ შემთხვევაში, თქვენ ჟურნალისტების ლოჟით სარგებლობთ არა იმ პროფესიული დანიშნულებით, რომლისთვისაც ეს არის გამოყოფილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.