შალვა პაპუაშვილი - სამუშაო ჯგუფში „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ ერთვებიან, ჩემდა სამწუხაროდ, ხათუნა სამნიძემაც განაცხადა უარი
შალვა პაპუაშვილი - სამუშაო ჯგუფში „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ ერთვებიან, ჩემდა სამწუხაროდ, ხათუნა სამნიძემაც განაცხადა უარი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს.

პაპუაშვილის თქმით, დღეს საორგანიზაციო შეხვედრა იქნება, შემდეგ კი, პროცესში სამოქალაქო სექტორი ჩაერთვება.

„დღეს ანტიკორუფციულ და საარჩევნო საკითხებზე შევხვდებით. პირველი საორგანიზაციო შეხვედრა იქნება. ამ პროცესში შემდეგ სამოქალაქო სექტორი ჩაერთვება. „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ პროცესში არ ერთვებიან. ჩემდა სამწუხაროდ, ხათუნა სამნიძემაც განაცხადა უარი ამ ჯგუფში მოსვლაზე. ვიცით, რომ ის არის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე, სადაც გიორგი ვაშაძე შედის და ის მონაწილეობდა სამუშაო ჯგუფების მუშაობაში. როგორც ჩანს, პოლიტიკურ ჯგუფს მასთან საუბარი ჰქონდათ და ჩახსნეს სამუშაო ჯგუფიდან. ძალიან ცუდია, როცა ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, ეს სამეული ცდილობს, გავლენა მოახდინოს პარლამენტის წევრზე, რომელზეც აქვს თავისუფალი მანდატი. როგორც ჩანს, მას სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის სურვილი ჰქონდა, მაგრამ არ მონაწილეობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.