შალვა პაპუაშვილი - რუსეთი, გავრილოვები, პუტინები, ალელუიასავით დაზეპირებული უკანასკნელი თავშესაფარი, მაქეთ ალბათ „პატრიოტიზმია“, მაგრამ აქეთ სამშობლოს სიყვარულია და ბოლო სერიაში ეს აჯობებს
შალვა პაპუაშვილი - რუსეთი, გავრილოვები, პუტინები, ალელუიასავით დაზეპირებული უკანასკნელი თავშესაფარი, მაქეთ ალბათ „პატრიოტიზმია“, მაგრამ აქეთ სამშობლოს სიყვარულია და ბოლო სერიაში ეს აჯობებს

ერთი მიზეზი, რატომაც „ოცნების“ გუნდს შემოვუერთდი, იყო ამ ფსევდოპატრიოტიზმზე დაფუძნებული რიტორიკისთვის წინააღმდეგობის გაწევა, – წერს დეპუტატი შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქში“.

„1988 წლიდან, მაშინ ბავშვი ვიყავი, მახსოვს ეროვნული მოძრაობაც, პირველი მიტინგებიც, გაუ-მარ-ჯოს, გადადექიც, სუკის აგენტიც და რუსეთის მონაც.

ჰოდა, ერთი რამე ვისწავლე 1988 წლიდან მოყოლებული. უტყუარი ფორმულაა. ვინც ყველაზე ხშირად და ყველაზე დაჟინებით ახსენებს რუსეთებს და პუტინებს, ისინი მართლაც პატრიოტები არიან, ამ სიტყვის იმ გახუნებული მნიშვნელობით ერთ დროს ჩემთვისაც საპატივცემულო გია ბარამიძე რომ ანიჭებს.

უბრალოდ ისინი მეგაფონის პატრიოტიზმით გაერთნენ და სამშობლოს სიყვარული დაავიწყდათ.

რუსეთი…რუსეთი…რუსეთი… გავრილოვები… პუტინები… -ოვები და -ინები. ალელუიასავით დაზეპირებული უკანასკნელი თავშესაფარი.

მაქეთ ალბათ „პატრიოტიზმია“, მაგრამ აქეთ სამშობლოს სიყვარულია. და ბოლო სერიაში ეს აჯობებს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

🤔 ერთი მიზეზი, რატომაც ოცნების გუნდს შემოვუერთდი, იყო ამ ფსევდოპატრიოტიზმზე დაფუძნებული რიტორიკისთვის წინააღმდეგობის…

Posted by შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili on შაბათი, 20 თებერვალი, 2021