შალვა პაპუაშვილი – მტკიცედ ვგმობ უკრაინის რეგიონების – ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის არაკანონიერ ანექსიას

22:09, 30.09.2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გმობს უკრაინის რეგიონების – ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის არაკანონიერ ანექსიას.

„მტკიცედ ვგმობ უკრაინის რეგიონების – ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის არალეგალურ ანექსიას. რუსეთის უპატივცემლობას საერთაშორისო კანონმდებლობის პრინციპებისადმი ლეგიტიმაცია არ გააჩნია და წარმოადგენს მომავალში გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის აშკარა უარყოფას“, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ტვიტერში“.

მსგავსი