შალვა პაპუაშვილი - გუშინ ვნახეთ, ვინ იყო ევროპულ გზაზე და ვინ იჯდა საკუთარ ოფისში, ბოღმისგან დაბრმავებული, რუსულ გზაზე
შალვა პაპუაშვილი - გუშინ ვნახეთ, ვინ იყო ევროპულ გზაზე და ვინ იჯდა საკუთარ ოფისში, ბოღმისგან დაბრმავებული, რუსულ გზაზე

გუშინ ვნახეთ, ვინ იყო ევროპულ გზაზე და ვინ იჯდა საკუთარ ოფისში, ბოღმისგან დაბრმავებული, რუსულ გზაზე, – წერს სოციალურ ქსელში განათლების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

„არა არს დაფარული, რომ არ გაცხადდეს“.

გუშინ გაცხადდა ის, რასაც აქამდეც ვამბობდით. ამ ექვსი თვის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ იყო ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ყველა ხერხით შლიდა შეთანხმებას.

მათი ერთადერთი მიზანი აბსოლუტური ძალაუფლებაა. მათი ერთადერთი გზა – არეულობა, სიძულვილი, ნერვების თამაში, განსხვავებული აზრის მქონეთა გარიყვა.

არ დაგვავიწყდეს, ეს ის ძალაა, რომელიც ახალ, საკუთარ გემოვნებაზე მორგებულ („პრონწკულ“) ელიტას ქმნიდა და ახალი ქართველის გამოყვანას ლამობდა.

გუშინ, ჩვენ კარგად დავინახეთ, რა გველოდა, მათ რომ ეს საქმე ბოლომდე მიეყვანათ.

გუშინ ვნახეთ, ვინ იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ერთად საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში (ევროპულ გზაზე) და ვინ იჯდა საკუთარ ოფისში საკუთარი ბოღმისგან დაბრმავებული (რუსულ გზაზე).

ამ ჯერზე, მათ შეთანხმების ჩაშლის ყველა გზა ჩაეკეტათ. ამიტომ სხვა გამოსავალი მათ არ აქვთ. ან აღიარებენ საკუთარ მარცხს და ხელს მოაწერენ ამ შეთანხმებას, ან საბოლოოდ მარგინალიზდებიან“, – წერს პაპუაშვილი „ფეისბუქში“.

“არა არს დაფარული, რომ არ გაცხადდეს”.

👉 გუშინ გაცხადდა ის, რასაც აქამდეც ვამბობდით. ამ ექვსი თვის განმავლობაში “…

Posted by შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili on Monday, 19 April 2021