შალვა პაპუაშვილი - ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დოკუმენტზე საია ამბობს, რომ საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება, გადავწყვიტოთ, ვისი სიტყვა უფრო წონადია
შალვა პაპუაშვილი - ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დოკუმენტზე საია ამბობს, რომ საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება, გადავწყვიტოთ, ვისი სიტყვა უფრო წონადია

​ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დოკუმენტზე საია ამბობს, რომ საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება, გადავწყვიტოთ, ვისი სიტყვა უფრო წონადია, – განაცხადა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილი საუბრობს საია-ს განცხადებაზე, რომელშიც ორგანიზაცია მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, არ დაუშვან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიის გავრცელებას 2019 წლის 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე.

„გუშინწინ საია ყველას მოუწოდებდა, რომ შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა, დღეს ამბობს, რომ შეთანხმება საერთაშორისო სამართალს არღვევს, რაც არასერიოზულია. ჩვენ ვსაუბრობთ, ამერიკისა და ევროკავშირის ეგიდით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე და საია ამბობს, რომ ეს დოკუმენტი საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება? სასწორზე დავდოთ და გადავწყვიტოთ, ვისი სიტყვა უფრო წონადია. ამის უკან რა დგას, არ ვიცი, მაგრამ გუშინ და დღეს ვხედავთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ ვერ შეძლეს შეთანხმების ჩაშლა, ახლა მცდელობაა, რომ აღსრულება ჩაიშალოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დატოვე კომენტარი