შალვა პაპუაშვილი – ევროპა საქართველოს სახლია, ევროპული პერსპექტივა არის შუქურა მისკენ მიმავალ რთულ გზაზე, ამ გზაზე ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერის იმედი გვაქვს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ევროპული პერსპექტივა არის შუქურა ევროპისკენ მიმავალ რთულ გზაზე და ამ გზაზე საქართველოს ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერის იმედი აქვს.
„ევროპა საქართველოს სახლია. ევროპული პერსპექტივა არის შუქურა ამ სახლისკენ მიმავალ რთულ გზაზე. ამ გზაზე ჩვენ ევროკომისიის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, – წერს „ტვიტერში“ შალვა პაპუაშვილი.
Europe is Georgia’s home. The #EU perspective is a beacon on the arduous road to this home. We hope for the strong support of European Commission and the EU member states along this road. 🇬🇪🇪🇺@EU_Commission
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) June 17, 2022