შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. პაპუაშვილი „ტვიტერში“ მიმართავს აზერბაიჯანელ კოლეგას:
„გილოცავთ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს. ძვირფასო თავმჯდომარე, 1918 წლის 28 მაისს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამ ახალი ბიძგი მისცა ქვეყნის პროგრესს და აღმასვლას. დაე, ჩვენი კავშირები, ჩვენი მოძმე ერების უკეთესი მომავლისთვის, კიდევ უფრო განმტკიცდეს შემდეგი ათწლეულების მანძილზე“, – წერს „ტვიტერში“ შალვა პაპუაშვილი.
Happy Independence Day #Azerbaijan! Dear @Speaker_Az, the declaration of independence on 28 May 1918 by the Azerbaijan Democratic Republic gave new impetus to 🇦🇿’s progress & thriving. May our ties flourish in the decades to come for a better future of our brotherly nations!🇬🇪🇦🇿
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) May 28, 2022