შალვა ნათელაშვილი - ვიოლა ფონ კრამონის განცხადებები, მისი პერსონალური შეხვედრები მაგონებს გადაბირების პროცესს და იმედია, ეს ჩემი ეჭვებია
შალვა ნათელაშვილი - ვიოლა ფონ კრამონის განცხადებები, მისი პერსონალური შეხვედრები მაგონებს გადაბირების პროცესს და იმედია, ეს ჩემი ეჭვებია

ვიოლა ფონ კრამონის განცხადებები, მისი პერსონალური შეხვედრები მაგონებს გადაბირების პროცესს და იმედია, ეს ჩემი ეჭვებია, – აღნიშნა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ევროპარლამენტარის გუშინდელი განცხადებების შეფასებისას.

„მინდა, უდიდესი პატივისცემა გამოვხატო ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონის მიმართ. ვფიქრობ, რომ ეს ქალბატონი, გერმანიაში რომ მომხდარიყო ამგვარი ძალაუფლების უზურპაცია, რაც გააკეთა აქ ოლიგარქმა, იქნებოდა ბარიკადებზე, სავსებით სამართლიანად და მოუწოდებდა გერმანელ ხალხს, რეჟიმი, უზურპატორი და გამყალბებელი დაემხოთ. მე მოვუწოდებ ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონს, წარმოიდგინოს რომ ქართველები იგივე გერმანელები არიან, იგივე მოთხოვნები აქვთ დემოკრატიის, კანონიერების და სამართლიანობის ხაზით, რაც ჩვენს მოძმე გერმანელ ერს. ასე იმსჯელოს, ნუ ჩაგვთვლის მეორე კატეგორიის ჯგუფად, სადაც შეიძლება, გააკეთო ის, რასაც გერმანიაში და ევროპაში ვერ გააკეთებ.

საერთოდ, ამ ქალბატონის განცხადებები, მისი პერსონალური შეხვედრები მაგონებს უფრო გადაბირების პროცესს, რაღაცა მიმართულებით და მე მინდა, ვიმედოვნო, რომ ეს ჩემი ეჭვებია“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დატოვე კომენტარი