შალვა ნათელაშვილი - უარი განვაცხადოთ არჩევნების შედეგების აღიარებაზე, მოვითხოვოთ ხელახალი არჩევნები, ბლოკირებაში უნდა იყოს ყველა სამთავრობო შენობა, სადაც გაყალბების სქემები იწერება, არა მარტო ცესკო
შალვა ნათელაშვილი - უარი განვაცხადოთ არჩევნების შედეგების აღიარებაზე, მოვითხოვოთ ხელახალი არჩევნები, ბლოკირებაში უნდა იყოს ყველა სამთავრობო შენობა, სადაც გაყალბების სქემები იწერება, არა მარტო ცესკო

არჩევნები მითვისებულია, ხალხის ნება გაყალბებული, საქართველო გაშიშვლებული, ჩვენ უნდა შევკრათ კამარა, მთელი მსოფლიო დავაყენოთ ფეხზე, უარი განვაცხადოთ არჩევნების შედეგების აღიარებაზე, მოვითხოვოთ ბათილად ცნობა და ხელახალი არჩევნები, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა გაიმართოს უწყვეტი მიტინგები.

„მუდმივი უწყვეტი მიტინგები, სანამ თუნდაც დავიხოცებოდეთ, ვიდგეთ გარეთ. ეს არის გამოსავალი. ხვალ სხვა ყველაფერი, გვიანი იქნება. ბლოკირებაში უნდა იქნეს აღებული ყველა სამთავრობო შენობა, სადაც გაყალბების სქემები იწერება, არა მარტო ცენტრალური საარჩევნო კომისია.

ივანიშვილმა არჩევნები მოიპარა, მიითვისა, ფაქტიურად სახეზეა სახელმწიფო გადატრიალება.

უკვე ქართველი ხალხის ნებაა, რას ვიზამთ, ვიქნებით ღირსეული მებრძოლი ერი, როგორც ეს გვჩვევია, თუ გავჩუმდებით და დავჩმორდებით. არჩევნები არ უნდა იქნეს აღიარებული არც ერთი პარტიის მიერ ლეგიტიმურად, უნდა მოხდეს შედეგების გაბათილება, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, უწყვეტი აქციები და გამოსვლები“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.