შალვა ნათელაშვილი - დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები დამთავრდა მაშინ, როცა საქართველოში შემოვიდნენ „ენდიაი“ და „აირაი“
შალვა ნათელაშვილი - დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები დამთავრდა მაშინ, როცა საქართველოში შემოვიდნენ „ენდიაი“ და „აირაი“

​ეს არის შეკვეთილი კვლევა, როგორც სხვა წინა გამოკვლევები, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა NDI-ის ბოლო კვლევასთან დაკავშირებით.

„საქართველოში დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები დამთავრდა მაშინ, როცა შემოვიდნენ „ენდიაი“ და „აირაი“ თავისი ყალბი კვლევებით 25 წლის წინ. მე ვთხოვ ამ ორგანიზაციებს, ნუ უტეხავენ სახელს დიდ ამერიკულ დემოკრატიას, შეწყვიტონ აღნიშნული მიმართულებით გრანტების ათვისება და საქმიანობა.

გამოკვლევები, ეგზიტპოლები მათი ფუნქცია არ არის, ყოველ შემთხვევაში ჩაფლავდნენ მთლიანად და დაამთავრონ შეკვეთილი მონაცემების ტირაჟირება ტელევიზიებით.

სწორედ „ენდიაი“ და „აირაი“ მუშაობენ იმ კენტისა და მაკდონალდის მითითებით, რომლებიც ტრამპის დანატოვრები არიან სახელმწიფო დეპარტამენტში. იმედია, მათი ეპოქა მალე დასრულდება“, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 23 პროცენტი მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნებაა“, 7 პროცენტი ასახელებს „ნაციონალურ მოძრაობას“, სხვა პარტიებს ჯამში 7 პროცენტი აქვთ.