შალვა ნათელაშვილი მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელებაზე - ჩვენი კანდიდატურა თუ გვეყოლება, სხვას როგორ დავუჭერთ მხარს
შალვა ნათელაშვილი მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელებაზე - ჩვენი კანდიდატურა თუ გვეყოლება, სხვას როგორ დავუჭერთ მხარს

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ პარტიას პრემიერ-მინისტრობის საკუთარი კანდიდატურა ეყოლება.

„ამ ეტაპზე, თითქმის ყველა პოლიტიკურ ძალას თითქმის პრემიერ-მინისტრობის საკუთარი კანდიდატი ჰყავს ან ფიქრობს დასახელებაზე. აქ ვერ ვხედავ ვერანაირ დანაშაულს. ყველა პარტია მოწოდებულია, რომ მოახდინოს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება, მათ შორის პიროვნულ ფაქტორზეც“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტების შეკითხვაზე, დაუჭერენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელებას მხარს, ნათელაშვილმა აღნიშნა: „ჩვენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურა გვეყოლება და ამ დღეებში დავასახელებთ. თუ ჩვენი გვეყოლება, სხვას როგორ დავუჭერთ მხარს“, – აცხადებს ის.

ნათელაშვილი არ აკონკრეტებს, იქნება თუ არა პრემიერობის კანდიდატი თავად.

„არ ვიცი, ვნახოთ. პარტიის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

შეკითხვაზე, სააკაშვილის კანდიდატურაზე განცხადებების დროს ხომ არ ჩქარობენ პოლიტიკოსები, ნათელაშვილმა განაცხადა: „როგორ გითხრათ, შეიძლება, ჩავთვალოთ სიჩქარედაც, ჩავთვალოთ ამომრჩევლის სამობილიზაციო მიზნებზე განკუთვნილადაც. შეიძლება, ამბიციების გადმოფრქვევადაც; შეიძლება, საარჩევნო კამპანიის დაუწერელ კანონადაც, ფაქტორთა კომპლექსია და სააკაშვილი როგორ დათმობს პირველობას, თუნდაც განცხადებებით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დატოვე კომენტარი