შალვა ნათელაშვილი - მარგველაშვილი თუ გახდება „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე, იქნება ინოვაცია, როდესაც ორი პრეზიდენტი ერთ პარტიაში მოიყრის თავს
შალვა ნათელაშვილი - მარგველაშვილი თუ გახდება „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე, იქნება ინოვაცია, როდესაც ორი პრეზიდენტი ერთ პარტიაში მოიყრის თავს

მარგველაშვილი თუ გახდება „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე, იქნება ინოვაცია, როდესაც ორი პრეზიდენტი ერთ პარტიაში მოიყრის თავს, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ასევე ყოფილი პრეზიდენტისგან, მიხეილ სააკაშვილისგან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის შეთავაზება მიიღო.

„თუ ასე მოხდა, პირველი პრეცედენტი იქნება, როდესაც ორი პრეზიდენტი ერთ პარტიაში მოიყრის თავს, ეს იქნებოდა ინოვაცია ქართულ პოლიტიკაში. თქვენ თუ დაიწყებთ პარტიაგამონაცვალ პოლიტიკოსებზე მსჯელობას და რკვევას, ასეთი საქართველოში ერთადერთია „ლეიბორისტული პარტია“ – ნათელაშვილი-გუგავა-ქუმსიშვილი და სხვები, ვისაც პარტია არ გამოუცვლია. დანარჩენი, საქართველოში ყველას შეცვლილი აქვს პარტია რამდენჯერმე. ყველას იმ დონეზე აქვს ყელში აქვს ამოსული ეს რეჟიმი, მაქსიმუმს აკეთებენ მის მოსაცილებლად და ალბათ, პრეზიდენტ მარგველაშვილის ეს განცხადება ამან განაპირობა ბევრწილად“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.