შალვა ნათელაშვილი - ჯობდა, სააკაშვილი მაშინ ჩამოსულიყო, როდესაც მოქმედებდა ყველა პარტიის გაერთიანება და არა ადგილობრივი არჩევნების წინ მოწოდებით, ხმა მიეცით „ნაციონალურ მოძრაობას“
შალვა ნათელაშვილი - ჯობდა, სააკაშვილი მაშინ ჩამოსულიყო, როდესაც მოქმედებდა ყველა პარტიის გაერთიანება და არა ადგილობრივი არჩევნების წინ მოწოდებით, ხმა მიეცით „ნაციონალურ მოძრაობას“

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური მოტივებით არის დაჭერილი და პოლიტიკური პატიმარია.

„ეს ჩვენ თავიდანვე ასე შევაფასეთ, მაგრამ სჯობდა, ის ჩამოსულიყო მაშინ, როდესაც მოქმედებდა ყველა პარტიის გაერთიანება საკონსულტაციო ფორმატის სახით, აღმავლობის პიკზე იყო პროცესები; არა ადგილობრივი არჩევნების წინ და მოწოდებით, რომ ხმა მიეცით „ნაციონალურ მოძრაობას“. აი, ამან მოახდინა დაპოლუსება „ოცნებასა“ და „ნაცებს“ შორის, რის გამოც მრავალპარტიული პროცესის გაძლიერება-ჩასახვის ეტაპი კვლავ დამუხრუჭდა გაურკვეველი დროით. ეს მთლად არ არის სასარგებლო არც ჩემთვის, არც სააკაშვილისთვის და არც ქვეყნისთვის“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.