შალვა გურეშიძე ევროპის ახალგაზრდული პირველობის ჩემპიონია, ჯაფარიძემ და ტაბატაძემ ბრინჯაო მოიპოვეს #1TVSPORT
შალვა გურეშიძე ევროპის ახალგაზრდული პირველობის ჩემპიონია, ჯაფარიძემ და ტაბატაძემ ბრინჯაო მოიპოვეს #1TVSPORT

პრაღაში მინდინარე ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის, ქართველი მძიმეწონოსანი ძიუდოისტი შალვა გურეშიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ფინალში მან თურქი მუნირ ერთურქი იპონით დაამარცხა და ჩვენს ნაკრებს ტურნირზე პირველი უმაღლესი სინჯის მედალი მოუპოვა.

ამავე წონაში უჩა ტაბატაძე ბრინჯაოს მედალოსანი გახდა. მან ესტონელი კარლ პრილინი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა .შეჯიბრზე ასევე მესამე ადგილზე გავიდა ახალგაზრდა მიხეილ ჯაფარიძე. ქართველმა ნიდერლანდელი მეტოქე იპონით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ დღემდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე მხოლოდ ერთი ვერცხლის მედალი იყო.