„შალკეს“ სტადიონის საცავიდან 8 000 ლიტრ ლუდს ამოტუმბავენ
„შალკეს“ სტადიონის საცავიდან 8 000 ლიტრ ლუდს ამოტუმბავენ

კომპანია „ფელტინსი“ (Veltins), რომელიც „შალკეს“ გენერალური სპონსორია, გელზენკირხენული გუნდის სტადიონის საცავში არსებულ ლუდს ამოტუმბავს, იტყობინება გამოცემა „ბილდი“. წყაროს ინფორმაციით, 8 000 ლიტრი ალკოჰოლური სასმელი სპონსორის საწყობში დაბრუნდება.

„ვარწმუნებთ გულშემატკივრებს, რომ საცავები კვლავ პირთამდე გაივსება ლუდით, როგორც კი სტადიონზე ხალხის დასწრება დაშვებული იქნება“, – განაცხადა ფელტინსის წარმომადგენელმა.

„ფელტინს-არენა“ 52 000 ლიტრ ლუდს იტევს.