„შალკეს“ პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა
„შალკეს“ პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა

წარუმატებელი სეზონისა და საყოველთაო უკმაყოფილების შემდეგ, „შალკეს“ პრეზიდენტი კლემენს ტენესი პოსტიდან გადადგა, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

64 წლის ტენესი კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს 2001 წლიდან ხელმძღვანელობდა.

კლემენს ტენესის პრეზიდენტობის დროს „შალკემ“ სამჯერ მოიგო გერმანიის თასი.

გადადგომის შესახებ ოფიციალურ განცხადებას კლემენს ტენესი ხვალ, 1 ივლისს გააკეთებს.