„შალკეს“ მთავარ მწვრთნელს სიტუაციის გამოსასწორებლად სამი მატჩი მისცეს
„შალკეს“ მთავარ მწვრთნელს სიტუაციის გამოსასწორებლად სამი მატჩი მისცეს

„შალკეს“ ხელმძღვანელობამ გარკვეული დრო მისცა სატურნირო მდგომარეობის გამოსასწორებლად მთავარ მწვრთნელს დომენიკო ტედესკოს. როგორც გამოცემა „კიკერი“ წერს, გელზენკირხენული გუნდის ახალი სპორტული დირექტორი იოხენ შნაიდერი არ აპირებს 33 წლის სპეციალისტის განთავისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა ბუნდესლიგის ბოლო ორ ტურში დიდი ანგარიშით წააგო და გათამაშების ცხრილში მე-14 ადგილამდე დაეშვა.

ვარაუდობენ, რომ ტედესკოს საშუალებას მისცემენ უხელმძღვანელოს „შალკეს“ „ვერდერთან“ და „ლაიპციგთან“ უახლოეს მატჩებში, აგრეთვე, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ. პირველი მატჩი გერმანულმა კლუბმა შინ 2:3 წააგო.

ამ სამი შეხვედრის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას ტედესკოს მომავალთან დაკავშირებით.