შალკეს მთავარ მწვრთნელს სიტისთან 0:7 არ აპატიეს
შალკეს მთავარ მწვრთნელს სიტისთან 0:7 არ აპატიეს

გელზენკირხენის შალკეს მთავარი მწვრთნელი, 33 წლის დომენიკო ტედესკო ოფიციალურ მატჩებში ზედიზედ ხუთი წაგების შემდეგ, პოსტიდან დაითხოვეს.

მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს ცნობილი ჰოლანდიელი სპეციალისტი ჰუუბ სტევენსი, რომელიც გუნდს 1996-2002 და 2011-12 წლებში ავარჯიშებდა.

ბუნდესლიგაში შალკე მე-14 ადგილზეა და ოთხი ქულით არის დაშორებული გასავარდნ ზონას. ჩემპიონთა ლიგაზე გუნდმა მერვედფინალში ითამაშა, სადაც 2:3 და 0:7 წააგო მანჩესტერ სიტისთან.

ბოლო ხუთი მატჩი ტედესკოს გუნდმა 4:21 ბურთების შეფარდებით დათმო.