„შალკეს“ მეკარე წლის უხეშობისთვის ოთხი მატჩით დაისაჯა
„შალკეს“ მეკარე წლის უხეშობისთვის ოთხი მატჩით დაისაჯა

გელზენკირხენის „შალკეს“ მეკარე ალექსანდრ ნიუბელი ბუნდესლიგის ოთხი მატჩით არის დისკვალიფიცირებული მე-15 ტურში „აინტრახტის“ წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის.

მატჩი 15 დეკემბერს, გელზენკირხენში გაიმართა და „შალკეს“ გამარჯვებით (1:0) დასრულდა. მეორე ტაიმის შუაში ნიუბელმა საჯარიმო დატოვა და მეტოქის ნახევარმცველისთვის მიატ გაჩინოვიჩისთვის ბურთის ართმევა სცადა, მაგრამ პირდაპირ მკერდში ჩაარტყა ფეხი სერბ ფეხბურთელს.

შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ფელიქს ცვაიერმა წითელი ბარათი უჩვენა ნიუბელს, გაჩინოვიჩმა კი თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.

„შალკეს“ მეკარე 12 ათასი ევროთი დაჯარიმდა. მას მოუწევს „ვოლფსბურგთან“, „ფრაიბურგთან“, „გლადბახთან“ და „ბაიერნთან“ მატჩების გამოტოვება.